მამუკა მდინარაძე: მოლდოვაში სიღარიბე 2%-ით გაუარესდა, დსთ-ში მყოფ ქვეყანაზე გეუბნებიან, რომ მისაბაძი ქვეყანააო, ადრე „გაიშნიკებს“ 2- 5-ლარიანებს რომ აძლევდნენ, ისეთი მდგომარეობაა ამ ქვეყანაში და ჩვენ გვეუბნებიან, თქვენი დემოკრატია საფრთხეშიაო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 17 ივლისი 2025, 00:12

მოლდოვას რომ გვადარებენ, მოლდოვაში სიღარიბე იყო შარშან უფრო უარეს მდგომარეობაში, ვიდრე 2012 წელს, „ნაცების“ დროინდელზე ერთი პროცენტით უარესი იყო და ორი პროცენტით კიდევ უფრო გაუარესდა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მდინარაძის თქმით, დსთ-ში მყოფ მოლდოვაზე ამბობენ, რომ მისაბაძი ქვეყანაა, საქართველოსთან მიმართებით კი აცხადებენ, რომ დემოკრატია საფრთხეშია.

„ჩვენთან, უკვე ორნიშნა ციფრს კარგა ხანია, ორი-სამი წელია ჩამოსცდა [სიღარიბის მაჩვენებელი] და გვადარებენ მაინც. დსთ-ში მყოფ ქვეყანაზე გეუბნებიან, რომ ეს არის მისაბაძი ქვეყანაო. საერთოდ არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, ადრე „გაიშნიკებს“ რომ ეძახდნენ ჩვენთან, 2 და 5-ლარიანებს რომ აძლევდნენ, ისეთი მდგომარეობაა ქვეყანაში. დემოკრატია ზენიტშიაო და „შუქურას“ რომ ეძახდნენ სააკაშვილს, იგივე შეფასებაა მოლდოვის მიმართ და ჩვენ გვეუბნებიან, თქვენი დემოკრატია საფრთხეშიაო - ეს თუ ობიექტური შეფასებაა, მაშინ, კი ბატონო, მართალი ყოფილა. ამ ყველაფერს, ამ ტრაფარეტულად შაბლონურ ლამაზ სიტყვებს რომ საფუძველი ნული აქვს, იმასთან ერთად რომ გიწერენ, „გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი გააუქმეო, ეს რას ნიშნავს, პირდაპირი შანტაჟი არის თუ არა?!“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რევოლუცია არ მოხდება, კარგად გვამეცადინეს, შემოტევებს გავუძელით, არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან მართლები ვართ
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს "ოცნება" წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან
სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი ევროპული კურსიდან გადახვევას არ აპირებს
ოპოზიციის აქციაზე: გლობალური ომის პარტია ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი
არქივი