ყველა ძალოვანი სტრუქტურა მობილიზებულია, იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღვკვეთოთ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 17 ივლისი 2025, 11:57
ყველა ძალოვანი სტრუქტურა მობილიზებულია, იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად აღვკვეთოთ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

პრემიერის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურის დღევანდელი ბრიფინგიც ამის მორიგი დადასტურებაა.

„ზოგადად, ძალიან გააქტიურებულია ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა, კრიმინალთან ბრძოლის კუთხით და ამის შედეგები ჩანს ყოველდღიურად. აქტიურად მუშაობს როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახური, ისე შინაგან საქმეთა სამინისტრო. ყველა ძალოვანი სტრუქტურა მობილიზებულია, იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად აღვკვეთოთ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში და სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურის დღევანდელი ბრიფინგიც ამის მორიგი დადასტურებაა“, - განაცხადა პრემიერმა.

სუსმა ტრანსნაციონალური დანაშაული აღკვეთა. ბირთვული მასალის, კერძოდ, ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე დაკავებულია საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 1 მოქალაქე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ცუცქირიძე: სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე რამდენად სუბიექტურია ოპოზიციის შეფასებები, თავად ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს - სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა!
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერა
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: მალე „ჰამასის“ მკვლელებისა და მოძალადეების თავზე ჯოჯოხეთის კარი გაიხსნება
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი ამხილა
საქართველოს შს მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
არქივი