შანტაჟის პირობებშიც ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას და ამ მიმართულებით განვითარება გაგრძელდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
123 17 ივლისი 2025, 12:30
შანტაჟის პირობებშიც ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას და გაგრძელდება ამ მიმართულებით განვითარება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა უმძიმესი წნეხის ქვეშ იყო გასული 4 წლის განმავლობაში, მაინც ინარჩუნებს პირველ ადგილს რეგიონსა და ევროპაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.

„რაც შეეხება ეკონომიკას, თქვენ ნახეთ, რომ უმძიმესი წნეხის ქვეშ იყო ჩვენი ქვეყანა გასული 4 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ომი. თუმცა 4 რევოლუციის მცდელობა გამოვიარეთ ამ 4 წლის განმავლობაში, ამის მიუხედავად ჩვენ ვინარჩუნებთ პირველ ადგილს რეგიონში და ევროპაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ეს გაგრძელდება. შანტაჟი აქამდეც მიმდინარეობდა ქვეყნის წინააღმდეგ, ახლაც ხორციელდება ეს შანტაჟი. შანტაჟის პირობებშიც ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას და გაგრძელდება ამ მიმართულებით განვითარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„რითეილ ასოციაცია“ საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: დავიწყეთ „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები
Reuters: ჩინეთი ჰორმუზის სრუტის რაც შეიძლება სწრაფად გახსნას და ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებას ითხოვს
დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ამერიკას ან სხვა ქვეყანას თუ სჭირდება მსგავსი კანონი იმისთვის, რომ უცხო ფული არ ტრიალებდეს, საქართველოს რატომ არ სჭირდება?
გიორგი სოსიაშვილი დოროთე ყურაშვილზე: ეს არის ანაფორით შემოსილი, რადიკალების რიგებში მდგომი ადამიანი, რომელიც ცდილობს დისონანსი შეიტანოს ქართულ ეკლესიაში
ლევან მაჭავარიანი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: სახეზე არის კლასიკური გაგებით ორმაგი სტანდარტი - ჩვენთან ამ ყველაფერს „რუსულს“ ეძახიან, თავის ქვეყანაში ეს ყველაფერი ეროვნულად არის მონათლული
არქივი