ამ წერილით ევროკავშირმა ფაქტობრივად აღიარა, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის ვიზის შეჩერება იყო საერთაშორისო სამართლის და ხელშეკრულების დარღვევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
215 17 ივლისი 2025, 12:32
ბრიუსელი ყალბ დილემას გვიყენებდა მაგალითად სააკაშვილთან დაკავშირებით - რომ მოკვდეს რა მოხდებაო. შანტაჟის მთელი იდეაა ცრუ დილემების დაყენება, რასაც მაგალითად ელენე ხოშტარია აკეთებდა, როდესაც დაიწყო შიმშილობა, როდესაც ამბობდა, რომ მე თავს მოვიკლავ თუ რაღაც არ მოხდება. შანტაჟის დროს ხდება ცრუ დილემების დაყენება, თითქოს არის სიკვდილს სიცოცხლის საკითხი, სინამდვილეში კი არაფერი არ არის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილმა. მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - „თქვენი აზრით, [საქართველოს მოქალაქე] ვიზალიბერალიზაციასა და პარლამენტის მიერ მიღებულ კონკრეტულ კანონებს შორის, რომელს აირჩევდა?“.

ამასთან, პაპუაშვილმა ისაუბრა ბრიუსელიდან გამოგზავნილ წერილთან დაკავშირებით.

„ამ წერილში არის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი - ფაქტობრივად აღიარებულია, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის ვიზის შეჩერება იყო საერთაშორისო სამართლის და ხელშეკრულების დარღვევა. ამ წერილში მითითებული არის, რომ ევროკომისიამ დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზის მოთხოვნის შემოღების რეკომენდაცია გასცა იმის გამო, რომ ზოგადად პასპორტებთან დაკავშირებით ამოწმებდა შესაბამისობას. არანაირი კავშირი ზოგად ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებასა და დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმს შორის არ არსებობს. დიპლომატიურ პასპორტები ეფუძნება 2010 წლის ხელშეკრულებას, მეორე ეფუძნება ზოგად გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქის პასპორტთან დაკავშირებით. ამ წერილით ევროკავშირმა აღიარა, რომ დაარღვია საერთაშორისო სამართალი, დაარღვია 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება და ამით უკვე გვაქვს ფაქტი, რომ ევროკავშირი, ბრიუსელის სახით არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი. რატომ აკეთებს ამას, აბსოლუტურად რეპუტაციულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს და მსოფლიო ასპარეზზე ჩნდება როგორც საერთაშორისო სამართლის გამრღვევი იმის გამო, რომ გამოიყენოს ეს სადამსჯელო და შანტაჟის ინსტრუმენტებად საქართველოს წინააღმდეგ“, - აცხადებს პაპუაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე: ევროკავშირის ელჩის განცხადება აღქმული იყო როგორც პირდაპირი მუქარა, რაზეც სრულიად სამართლიანი შეშფოთება გამოიხატა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის კარნახით დაწერილი ჩანაწერი წაიკითხა
მაკა ბოჭორიშვილი: საკმაოდ ამბიციური განაცხადია საქართველოსთვის - 2027 წლიდან საქართველო ეუთოს თავმჯდომარეობისთვის ემზადება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ველოდებით, რომ მეუფე შიოს სასარგებლოდ ხმათა რაოდენობა გაიზრდება
ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის არჩევის პროცესზე: ვცდილობთ ისტორიულად მოვიძიოთ გამოცდილება, ვკითხოთ მღვდელმთავრებს, რას ფიქრობენ იმისთვის, რომ ყველაფერი ღირსეულად ჩატარდეს. არ არის მარტივი თემა, გვინდა ყველამ გაგვიზიაროს გამოცდილება
არქივი