ლევან ხაბეიშვილი, რომლის მეტსახელი სახელფასო უწყისში იყო ანიტა, 5 000 ლარს იღებდა ყოველთვიურად დღემდე კონკრეტული წყაროდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
111 17 ივლისი 2025, 13:21
ლევან ხაბეიშვილი სახელფასო უწყისში მითითებული იყო როგორც ანიტა, 5 000 ლარს იღებდა ის ყოველთვიურად და გრძელდებოდა დღემდე მისი დაფინანსება კონკრეტული წყაროდან, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასევე აქვს ინფორმაცია, რომ ყოველთვიურ დაფინანსებას იღებდა ნოდარ მელაძეც.

„ლევან ხაბეიშვილი, რომლის მეტსახელი არის ანიტა, მე არ მიმიყენებია შეურაცხყოფა მისთვის, სახელფასო უწყისში მითითებული იყო როგორც ანიტა - ლევან ხაბეიშვილი, ეს იყო ერთგვარი ნახევრად ფორმალური სახელფასო უწყისი, 5 000 ლარს იღებდა ის ყოველთვიურად და გრძელდებოდა დღემდე მისი დაფინანსება კონკრეტული წყაროდან, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში. გუნდის ყოფილ წევრზეა საუბარი. არავის სახელსა და გვარს არ ვამბობ, ერთადერთი ვის სახელსა და გვარსაც ვამბობ, ეს არის ლევან ხაბეიშვილი და ნოდარ მელაძე, რომლებიც ყოველთვიურად იღებდნენ დაფინანსებას. სახელფასო უწყისი მაქვს ნანახი ხაბეიშვილის შემთხვევაში, მელაძეზე ვიცი, უწყისი არ ამიღია, მაგრამ ვიცი, რომ იღებდა ყოველთვიურ დაფინანსებას და დღემდე იღებს. არც თუ არასანდო ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერ-მინისტრი საფრანგეთსა და ეგვიპტეში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა
საქართველოში სასამართლოს ეფექტიანობის წლიური შეფასება გაუმჯობესდა და ევროკავშირის და ნატოს წევრ 4 ქვეყანას უსწრებს
მთავრობის დადგენილებით, საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი 3-თვიანი სტაჟირების კონკურსი ცხადდება
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
მაკკეინის ინსტიტუტი: გადამწყვეტი როლი შევასრულეთ ნიკა გვარამიას გათავისუფლებაში, რომელსაც რეპორტაჟების გამო სამ წელზე მეტი თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი
არქივი