ზელენსკი: ტრამპს აქვს ძალა, რომელიც პუტინს მუხლებზე დააჩოქებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
84 17 ივლისი 2025, 18:43
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი არ არის მზად კომპრომისებისთვის, რათა შეაჩეროს თავისი სასტიკი ომი.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აქვს ძალა, რუსეთის ლიდერი მუხლებზე დააჩოქოს მკაცრი სანქციების დაჩქარებით, რამაც შესაძლოა სოციალური აფეთქება გამოიწვიოს რუსეთში.

„მან [პუტინმა] ეს უნდა იგრძნოს“, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამავე დროს, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ 50-დღიანი ვადა უკრაინაში მხოლოდ მეტ სიკვდილსა და ნგრევას ნიშნავს.

ზელენსკის თქმით, ასეთი დაყოვნება პუტინს კიდევ უფრო მეტ დროს აძლევს თავისი სამხედრო დანაშაულების განსახორციელებლად.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი