რომელიმე ქვეყნის ელჩს, ამ ქვეყანაში თუ ჰგონია, რომ არ უნდა მისცეს ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის არჩევანს, ის მწარედ ცდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
26 18 ივლისი 2025, 00:45
დავესესხები ეუთო/ოდირის წარმომადგენელს, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ქვეყნების არჩევნებს ლეგიტიმაციას აძლევენ უცხო ქვეყნები, ეს იქნება დემოკრატიის დასასრული. რომელიმე ქვეყნის ელჩს, ამ ქვეყანაში თუ ჰგონია, რომ არ უნდა მისცეს ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის არჩევანს, ის მწარედ ცდება. არავისი ლეგიტიმაცია არ სჭირდება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ეს ხელს უშლის ქვეყნებთან ურთიერთობებს. როდესაც ევროპარლამენტი იღებს ასეთ რეზოლუციას, ან პასე, რომელმაც ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილების ცნობისთვის პირობების წამოყენება გადაწყვიტა. რა თქმა უნდა ურთიერთობა გვირთულდება პასესთან და არ არის ურთიერთობის განწყობა.

რაც შეეხება ლეგიტიმაციას, როგორც კი წარმოიდგინა რასა იუკნევიჩიენემ, რომ მისი ლეგიტიმაცია სჭირდება სხვა ქვეყანას და როგორც კი რომელიმე ქვეყანა დედამიწის ზურგზე დაუშვებს, რომ რასა იუკნევიჩიენემ უნდა მისცეს ლეგიტიმაცია, იქ დამთავრდება ის ქვეყანა. იქ დამთავრდება საქართველოს სამი ათას წლოვანი ისტორია, რასა იუკნევიჩიენეს ლეგიტიმაცია თუ დასჭირდა ჩვენს ხალხს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი