ჩვენ ვხედავთ ნიშნებს, რომ არის მცდელობა გარედან არეულობის შემოტანისა. ბრიუსელის ზოგიერთი ნაბიჯები ამას გვაჩვენებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
26 18 ივლისი 2025, 00:48
ჩვენ ვხედავთ ნიშნებს, რომ არის მცდელობა გარედან არეულობის შემოტანისა. ბრიუსელის ზოგიერთი ნაბიჯები ამას გვაჩვენებს, რომ იქნება გარედან ქვეყნის არევის მცდელობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაშიც იქნება მცდელობები სხვადასხვა მსგავსი წერილების და სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენება იმისთვის, რომ მოხდეს არეულობა. ვხედავთ, რომ არის ინტერესი ქვეყნის ხელისუფლებაში საკუთარი მარიონეტები მოიყვანონ, მაგრამ ეს კინოც ნანახი გვაქვს.

ეს არის ჩვენი ხალხის სიძლიერე, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალს. შარშან შემოდგომაზე ქართველი ხალხი დააყენეს რეფერენდუმის წინაშე, სადაც ცრუ დილემა წამოაყენეს, რომ თითქოს არჩევანი იყო ევროპას და არა ევროპას შორის. ბევრმა ელჩმა მოიხსნა ელჩის მანტია, გვერდზე გადადო ვენის კონვენცია, პირდაპირ გადაეშვა საარჩევნო კამპანიაში ევროკავშირის ელჩის ჩათვლით. აგრესიული, არაეთიკური, პირდაპირი უხეში ჩარევა არჩევნებში.

ქართველი ხალხი გამოვიდა და თქვა ის, რასაც საუკუნეების განმავლობაში ამბობდა, რომ საკუთარი თავისუფლების დათმობას არ აპირებს უცხო გავლენაზე. ვფიქრობ ახლა კიდევ უფრო უხეში იქნება ეს ჩარევა მაგრამ ქართველი ხალხისგან პასუხი იქნება ადეკვატური“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი