როგორც ჩანს, ევროკავშირის საელჩო წელსაც აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და არჩევნებისთვის ვიზის საკითხით ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
18 18 ივლისი 2025, 17:56
როგორც ჩანს, შარშანდლის მსგავსად, ევროკავშირის საელჩო, წელსაც აპირებს, ვენის კონვენციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და თვითმმართველობის არჩევნებისთვის უცხო, ვიზის, საკითხით, ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენას, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

იგი ევროკავშირის საელჩოს პოსტს აზიარებს და განმარტებას აკეთებს.

„ევროკავშირის საელჩოს ამ პოსტმა ცხადყო, თუ რა ჩანაფიქრი დგას ბრიუსელის მიერ პროცედურებით გაუთვალისწინებელი წერილის მოწერის უკან, რომელსაც, ზეპირად, აგვისტო, როგორც ვადა მოაყოლეს, მაშინ როდესაც სავიზო პირობების შესრულების ყოველწლიური ანგარიშისთვის, რომელიც აგვისტოდან ოთხ თვეში, დეკემბერში მიიღება, შესაბამის უწყებებს შორის კომუნიკაცია ისედაც არსებობს.

როგორც ჩანს, შარშანდლის მსგავსად, ევროკავშირის საელჩო, წელსაც აპირებს, ვენის კონვენციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და თვითმმართველობის არჩევნებისთვის უცხო, ვიზის, საკითხით, ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენას.

მსგავსი მასშტაბის ჩარევა და ნებისმიერ ფასად ხალხის არჩევანის შეცვლის სურვილი რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევაა, ამაზე უკვე დიდი ხანია, ვსაუბრობთ. ყოველი ასეთი განცხადება ჩვენი სიმართლის მორიგი დადასტურებაა.

ამ პოსტში ისიც საინტერესოა, რომ საელჩომ ბანერებზე არ გამოაჩინა, რომ ბრიუსელი „ოჯახური ღირებულებების“ და „გამჭვირვალობის“ კანონების გაუქმებას მოითხოვს“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი