17
18 ივლისი 2025, 17:58

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალია მედიასთან „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსის დეტალური ანგარიში შეაფასა.
„ამ თემასთან მიმართებით სპეკულაციები სირცხვილია, როდესაც საუბრობ „ქართულ ოცნებაზე“ 2012 წლის შემდეგ და ადამიანის უფლებებზე. ეს დასკვნა, რეიტინგი და ის პოზიცია, სადაც დღეს არის ჩვენი ქვეყანა, ეს არის პასუხი იმ გადადგმულ ნაბიჯებსა და გატარებულ რეფორმებზე, რომელიც შექმნილია ამ თემასთან მიმართებით“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
„ატლანტიკურმა საბჭომ“ კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსის სრული დეტალური საანგარიშგებო მონაცემები გამოაქვეყნა. კვლევაში, საზოგადოებრივი კეთილდღეობა გააზრებულია არა მხოლოდ მოსახლეობის შემოსავლების დონის, არამედ სოციალური თანასწორობის, უმცირესობათა უფლებების დაცულობის, გარემოს დაცვის, განათლების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით.
კვლევაში საქართველო უმცირესობის უფლებების დაცულობის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო ხუთეულშია, 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესით მსოფლიოში მე-12 ადგილს იკავებს და მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორისაა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |