25
18 ივლისი 2025, 22:09

„ნაცმოძრაობის“ ოფისთან რომ მივიდეს რომელიმე მისი არამხარდამჭერი და „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლოს, არ გავარდებიან პროკურატურასა და პოლიციაში და არ იტყვიან თავდასხმა მოხდაო, - განაცხადა მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
„მოლოტოვის კოქტეილი“ კი არა, უბრალოდ ფიზიკური წინააღმდეგობა რომ გაუწიეს პოლიციას, კარგად გახსოვთ ერთ-ერთი შტატის შერიფის გამოსვლა, რომელმაც პირდაპირ მოუწოდა ამერიკელებს, რომ ვინც ძალადობაში მიიღებდა მონაწილეობას, მათ ოჯახებს გაუგზავნიდნენ დეპეშას გვამის წასაღებად. საქართველოში ეს როგორ არის?! „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ეს რომანტიზებაა?!“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
პოლიციელზე თავდასხმის და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას, პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე მტკიცებულებებს იწუნებს. ბრალდების მტკიცებით, ვიდეოჩანაწერი და ჰაბიტოსკოპიური დასკვნა ადასტურებს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს სწორედ კვარაცხელია დაესხა თავს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |