გერმანიის კანცლერმა ეჭვქვეშ დააყენა 2034 წლისთვის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 18 ივლისი 2025, 22:31
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ეჭვქვეშ დააყენა 2034 წლისთვის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მერცის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მოხდეს იმ მომენტში, რომელიც გავლენას მოახდენს ბლოკის საშუალოვადიან ფინანსურ გეგმებზე, რომელიც 2034 წლამდეა გათვლილი.

„ჩვენთვის აბსოლუტური მთავარი პრიორიტეტია, უპირველეს ყოვლისა, ყველაფერი გავაკეთოთ ამ ომის დასასრულებლად“, - განაცხადა მერცმა.

„ამის შემდეგ ვისაუბრებთ უკრაინის აღდგენაზე. მაგრამ ამას რამდენიმე წელი დასჭირდება. ის ალბათ არც კი შეეხება ევროკავშირის ამჟამინდელ საშუალოვადიან ფინანსურ პერსპექტივას“, - დასძინა მან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თებერვალში კიევში განაცხადა, რომ უკრაინა შესაძლოა ევროკავშირს 2030 წლამდე შეუერთდეს, თუ ქვეყანა რეფორმებს ამჟამინდელი სიჩქარითა და ხარისხით გააგრძელებს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რევოლუცია არ მოხდება, კარგად გვამეცადინეს, შემოტევებს გავუძელით, არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან მართლები ვართ
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს "ოცნება" წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან
სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი ევროპული კურსიდან გადახვევას არ აპირებს
ოპოზიციის აქციაზე: გლობალური ომის პარტია ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი
არქივი