მმართველობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის პროგრესით საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
370 19 ივლისი 2025, 11:49
„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2025 წლის ანგარიშგების ფარგლებში ბიუროკრატიის და კორუფციის გლობალური შეფასება გამოაქვეყნა.

ინდიკატორი ზომავს იმას, თუ რამდენად ემორჩილებიან და იცავენ მთავრობის წარმომადგენლები კანონს და აერთიანებს მმართველობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის შემფასებელ აგრეგატებს მსოფლიოს 164 ქვეყნისა და ტერიტორიის მასშტაბით.

შეფასების 100%-ანი სისტემით საქართველომ 62.1% დაიმსახურა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა და მსოფლიოში 36 ადგილზე დაწინაურდა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულად საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაა.

რაც შეეხება შეფასების ისტორიულ პროგრესს, საქართველო მმართველობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში ერთადერთი ევროპული სახელმწიფოა. კვლევის თანახმად 21-ე საუკუნეში საქართველოს მაჩვენებელი 31 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. შედარებისათვის ამავე პერიოდში ევროკავშირში ბიუროკრატიის და კორუფციის შეფასება 2 პროცენტული პუნქტით გაუარესდა, გაუარესებულია აგრეთვე მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელიც.

აღსანიშნავია 2012 წლის შემდეგ განცდილი სარეიტინგო წარმატება, რასაც ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული მიმართულებით მიაღწია. ამ პერიოდში საქართველო გლობალურ რეიტინგში 9 ადგილით დაწინაურდა და დღეს უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს: ლატვიას, ესპანეთს, იტალიას, კვიპროსს, პოლონეთს, ხორვატიას, სლოვაკეთს, მალტას, უნგრეთს, საბერძნეთს, მონტენეგროს, რუმინეთს, ბულგარეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს და ა.შ.

თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსებს „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და ძირითადად ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების, გაეროს, ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენის და ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ დეტალურ საერთაშორისო კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზას და აგრეგირებულ ინდექსებს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა
საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე სესხების მონაცემების გამოქვეყნებას იწყებს
ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო
ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მოლოდინია, რომ ინვესტიციების შემოდინების კუთხით მომდევნო ოთხი წელი საკმაოდ აქტიური იქნება ქვეყანაში
საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით
არქივი