ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ბიუროკრატთა ხელში, რისი გამოყენებაც უნდათ ჩვენს წინააღმდეგ, რომ შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი აგენტურა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 19 ივლისი 2025, 13:41
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჭეიშვილი ევრო-ბიუროკრატთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შანტაჟს ეხმიანება. ჭეიშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ჩინოვნიკთა ხელში, რისი გამოყენებაც მათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ სურთ, რათა შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი აგენტურა, რომ მეორე დღესვე გააჩაღონ ომი რუსეთთან და გახსნან მეორე ფრონტი.

„ამ ყველაფრის ქვეტექსტი არის ის, რომ რაც შეიძლება მალე შეცვალონ საქართველოს ხელისუფლება, ეს იქნება რევოლუციური სცენარი, თუ შანტაჟის ენა. ახლა ეს მაქსიმალურად ბოლო ბერკეტი რისი გამოყენებაც უნდათ ჩვენს წინააღმდეგ, რომ შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი აგენტურა და მეორე დღესვე გააჩაღონ ომის რუსეთთან, გახსნან მეორე ფრონტი, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ და არ ვაპირებთ უკან არცერთი ნაბიჯის გადადგმას. ამაზე კონკრეტულად უპასუხა პრემიერ-მინისტრმა. ევროკომისია გამოქვეყნებული კანონით ითხოვს „გამჭვირვალობის“ კანონის უკან გაწვევას და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ კანონის გაუქმებას, ამაზე გააკეთა პრემიერ-მინისტრმა კომენტარი, ყველა თანხა შემომავალი უცხოური, თუ ქართული უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე. რაც შეეხება „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონს აქ ჩვენი ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში ამ იდეებსა და ტრადიციებზე დგას და მასზეა დაფუძნებული“, - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი