მხოლოდ ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი, როგორც ჩანს, არ ჭრის, დამატებითი ზომებია საჭირო ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც საკუთარ თავზე უარი არასდროს უთქვამს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
86 19 ივლისი 2025, 15:25
შარშან გვეუბნებოდნენ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ. „ირკვევა”, თურმე “ავტორიტარული მმართველობის” ბრალი ყოფილა და სასწრაფოდ კურსი უნდა შევცვალოთ, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტის განცხადებას, სადაც ნათქვამია -„საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეიცვლის“.

„ახლა ყველაფერი გასაგებია

რა არის ამისთვის საჭირო?

1. დღევანდელი მმართველობის ფორმა უნდა შევცვალოთ და ისეთი უზრუნველვყოთ, როგორც ეს სააკაშვილს ჰქონდა. “დემოკრატიის შუქურა” ასე უხეშად არ უნდა ჩაგვექრო და უნდა გამოვასწოროთ. პრინციპში ჩვენ გაგვიჭირდება, აგენტებმა უკეთესად იციან ეს როგორ დაალაგონ და სამართლიანი არჩევნებიც” მათ მმართველობაში მოყვანას გულისხმობს.
2. უნდა შევიდეთ დსთ-ში და ეკონომიკის განვითარებაც მოლდოვასნაირი უნდა გვქონდეს.
3. უნდა ვიყოთ ისეთივე ურთიერთობაში რუსეთთან, როგორც უკრაინა - ღია ომში.
4. ოჯახურ ღირებულებებზე და მსგავს „ქართულ-ეროვნულ ახირებებზე” უარი რომ უნდა ვთქვათ, ეს პრინციპში პირდაპირ მოგვწერეს რამდენიმე დღის წინ.

აი ამ შემთხვევაში ევროპარლამენტის განცხადება იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, მეტიც პოზიტიური და მხარდამჭერი.

მხოლოდ ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი, როგორც ჩანს, არ ჭრის, დამატებითი ზომებია საჭირო ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც საკუთარ თავზე უარი არასდროს უთქვამს - ყველას მოუწევს ამასთან შეგუება!

პ. ს. დღეს რადიკალებს აქცია აქვთ დაანონსებული, რომელიც ორკვირიანი მზადების მიუხედავად ფაქტობრივად ჩავარდნილი იყო და მის „დასაბუსტად” რაღაც იყო საჭირო. რა საოცარი დამთხვევაა ეს განცხადება“, - წერს მდინარაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრაზილიის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
ლევან ხაბეიშვილი - პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების „არჩევნებში“ მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, არანაირი მესამე გზა არ არსებობს
ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი ადგილზე დაიღუპა
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის სახელით, მწუხარებას გამოვხატავ ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო, ის იყო გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი დამარცხებული ავტორიტარიზმის მძიმე წლებში
არქივი