უკრაინელი დეპუტატი: უკრაინაში სიღარიბის მაჩვენებელი ომის დაწყების შემდეგ გაორმაგდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
102 19 ივლისი 2025, 16:09
სიღარიბის მაჩვენებელი უკრაინაში ომის დაწყების დღიდან დღემდე ორჯერ გაიზარდა და 37% მიაღწია, - განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ, დანიელ გეტმანცევმა.

„ეს იმით აიხსნება, რომ ყველა ეკონომიკური პროცესი, რომელიც ქვეყანაში ვითარდება, დაღმავალია, იმიტომ რომ ომია. ამაზე გავლენას ნეგატიური მოლოდინებიც და ბევრი სხვა რამ ახდენს“, - თქვა გეტმანცევმა.

დეპუტატი ფიქრობს, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულება ნეგატიურ ტენდენციას შემოატრიალებს. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, მხოლოდ მშვიდობის ლოდინი საკმარისი არ არის. საჭიროა საარსებო მინიმუმის საკითხის განხილვის დაწყება.

„მშვიდობას, თავის მხრივ, მოაქვს ის, რომ ადამიანები გამდიდრებას იწყებენ, ხოლო სიღარიბე მცირდება. ჩვენ ამის დანახვა საკუთარი სტატისტიკის წყალობითაც შეგვიძლია. 2014 წელს სიღარიბე გაიზარდა, თუმცა 2014 წლის შემდეგ ის 22%-მდე შემცირდა“, - აღნიშნა დეპუტატმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტთან, კამერების დენის წყაროს დაზიანებისთვის ბრალდებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი ქადაგიშვილი: დაკავებული არიან პროპაგანდით, რომ გვრიტიშვილის, მურუსიძის და ა.შ. სასამართლოა, მაგრამ სინამდვილეში ობიექტური კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო მსოფლიო სასამართლო სისტემაში 36-ე ადგილს იკავებს და ევროპაში საუკეთესო ოცეულშია
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები, რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭორაობის გარდა
ზაალ ანჯაფარიძე: ევროპული ინტიტიტუციების მიერ დადგენილი ინდიკატორების მიუხედავად, ევრობიუროკრატიას თვალები აქვს დახუჭული, ისევ გვიმტკიცებს, რომ მაინც ჩამოვრჩებით მათ ფავორიტებში აღმოჩენილ სომხეთს, მოლდოვასა და უკრაინას
გიორგი ცუცქირიძე: სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე რამდენად სუბიექტურია ოპოზიციის შეფასებები, თავად ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს - სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა!
არქივი