თენგიზ შარმანაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანზე: კანონმდებლობა შეიცვალა, მაგრამ ეტყობა, ეს ძველი მენტალიტეტი ისევ მოჰყვებათ, რომ მტკიცების ტვირთი თავისი კი არ არის, ისევ იმ ადამიანის კისერზე გადადის, ვისაც რაღაც დააბრალეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 19 ივლისი 2025, 16:12
კანონმდებლობა შეიცვალა, მაგრამ ეტყობა, ეს ძველი მენტალიტეტი ისევ მოჰყვებათ, რომ მტკიცების ტვირთი თავისი კი არ არის, ისევ იმ ადამიანის კისერზე გადადის, ვისაც რაღაც დააბრალეს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.

იგი ამგვარად გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის Facebook-პოსტს, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მან ცილისწამებისთვის ნანუკა ჟორჟოლიანს უჩივლა.

„მიეჩვივნენ ადრე, რომ „მოდი, მე შენ დაგაბრალებ რაღაცას, ცილს დაგწამებ და ვინაიდან მტკიცების ტვირთი შენზეა მერე, ამტკიცე, რომ არ ხარ დინოზავრი ან ზვიგენი“. კანონმდებლობა შეიცვალა, მაგრამ ეტყობა, ეს ძველი მენტალიტეტი ისევ მოჰყვებათ, რომ მტკიცების ტვირთი თავისი კი არ არის, ისევ იმ ადამიანის კისერზე გადადის, ვისაც რაღაც დააბრალეს. გადავიდნენ იმაზე, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ პირველ რიგში ამ [პარლამენტის დროებითი საგამოძიებო] კომისიის”, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს "ოცნება" წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან
სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი ევროპული კურსიდან გადახვევას არ აპირებს
ოპოზიციის აქციაზე: გლობალური ომის პარტია ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი
კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის გარეთ დაწერილი სამოქმედო გეგმებით იმართება
არქივი