დემოკრატიას პრობლემა პირველ რიგში ბრიუსელში აქვს და არა საქართველოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 19 ივლისი 2025, 18:16
დემოკრატიას პრობლემა პირველ რიგში ბრიუსელში აქვს და არა საქართველოში. დღეს რომ სიტყვის თავისუფლებაა, დღეს რომ მედია თავისუფლებაა და დღეს ის არის, რომ ქართველი ადამიანი სუნთქავს ისე, რომ არ იდევნება, ეს მისასალმებელია და უნდა დავაფასოთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ.

ანალიტიკოსის თქმით, ვიდრე ევროკავშირი იარსებებს, უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.

„ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო უკრაინაში ომის დასრულება. ასევე, ევროპარლამენტარები ამბობდნენ, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს. უცებ რიტორიკა შეიცვალა და სამხედრო დახმარებას უზრდიან, მათ არ ანაღვლებთ უკრაინაში რა მოხდება, უკრაინა მათთვის არის პოლიგონი. ყველაზე საეჭვო თამაში სწორედ ბრიუსელმა ითამაშა და იქ მოკალათებულმა ადამიანებმა.

არ დავიშურებ სიტყვებს და კიდევ ერთხელ, მადლობა თითოეულ საქართველოში მყოფ იმ პოლიტიკურ აქტორს, რომელმაც შეგვინარჩუნა მშვიდობა საქართველოში. 2034 წელს კი არა, 2054 წელსაც, ევროკავშირის წევრი ვერ გახდება უკრაინა, თუ ევროკავშირი იარსებებს.

დემოკრატიას პრობლემა პირველ რიგში ბრიუსელში აქვს და არა საქართველოში. დღეს რომ სიტყვის თავისუფლებაა, დღეს რომ მედია თავისუფლებაა და დღეს ის არის, რომ ქართველი ადამიანი სუნთქავს ისე, რომ არ იდევნება, ეს მისასალმებელია და უნდა დავაფასოთ“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი