Coldplay-ს კონცერტზე ღალატში მხილებულმა Astronomer-ის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 20 ივლისი 2025, 12:30
კომპანია Astronomer-ის გენერალურმა დირექტორმა, რომელიც Coldplay-ს კონცერტზე კამერის ობიექტივში მოხვდა, თანამდებობა დატოვა. ენდი ბაირონი, რომელიც კონცერტის დროს კოლეგა კრისტინ კებოტთან ჩახუტებული დააფიქსირეს, ამერიკული IT-კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტს აღარ იკავებს.

მანამდე, ბაირონიც და კებოტიც კომპანიის შიდა გამოძიების დასრულებამდე სამუშაო პროცესს ჩამოაცილებს. მედიის ცნობით, ბაირონი და კებოტი, რომელიც კომპანიაში HR-დეპარტამენტს ხელმძღვანელობს სხვა ადამიანებზე არიან დაქორწინებულები.

„ჩვენი ლიდერებისგან ელიან, რომ ქცევისა და პასუხისმგებლობის სტანდარტების მაგალითი იქნებიან, მაგრამ ბოლო დროს ამ სტანდარტებს არ იცავენ“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ვიდეორგოლი, რომელიც მასაჩუსეტში ჯგუფ Coldplay-ს კონცერტზე ტრადიციულმა „კოცნის კამერამ“ დააფიქსირა სოციალურ ქსელებში ვირუსული გახდა. მასზე ბაირონი და კებოტი ჩახუტების დროს არიან ასახულები, თუმცა როცა ხედავენ, რომ ისინი კამერამ დააფიქსირა პანიკაში ვარდებიან - ბაირონი იმალება, კებოტი კი სახის ხელებით დაფარვას ცდილობს.

სოციალურ ქსელებში წერენ, რომ წყვილს არავინ მიაქცევდა ყურადღებას, ასეთი რეაქცია რომ არ ჰქონოდათ.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი