ევრობიუროკრატები, რომლებიც აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ საქართველოს მიმართ, ყველანაირად ცდილობენ ხელისუფლებას აიძულონ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რაც არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 20 ივლისი 2025, 13:57
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, საზოგადოება „ქართულის“ ხელმძღვანელი, გიორგი გაბუნია ეხმიანება პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებას, ომში ჩართვის საფრთხესთან დაკავშირებით, რომელიც მან პოლიტსაბჭოს სახელით გაავრცელა.

გაბუნიას განცხადებით, ევროპის რადიკალური პოლიტიკური ძალები, რომლებიც აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ საქართველოს მიმართ ყველანაირად ცდილობენ, რომ ხელისუფლებამ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება.

„ჩვენ ვხედავთ რამხელა ადამიანური ტრაგედია ხდება ყოველდღიურად უკრაინაში, როგორ იხოცებიან უკრაინის მოქალაქეები. ამ ფონზე საქართველოს მიმართ გაიზარდა და არასოდეს შემცირებულა მავნებლური ინტერესი, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. ჩვენ ვხედავთ დღეს მოცემულობას, რომ ევროპის ის რადიკალი პოლიტიკური ძალები და რადიკალი ბიუროკრატები, რომლებიც ყოველდღიურად აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ საქართველოს მიმართ, ყველანაირად ცდილობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება აიძულონ და გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერა
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: მალე „ჰამასის“ მკვლელებისა და მოძალადეების თავზე ჯოჯოხეთის კარი გაიხსნება
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი ამხილა
საქართველოს შს მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
უკრაინის შს მინისტრი - დარიალის სასაზღვრო პუნქტიდან უკრაინის მოქალაქეების დაბრუნება საქართველოსთან თანამშრომლობით განხორციელდა, მადლობელი ვარ ამისთვის
არქივი