ლიბერალებმა სიტყვა „დემოკრატია“ დაამახინჯეს, რათა ლეგიტიმაცია წაართვან მათ, ვინც მათი მსოფლმხედველობის წინააღმდეგ წასვლას ბედავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 22 ივლისი 2025, 14:45
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ლიბერალებმა სიტყვა „დემოკრატია“ დაამახინჯეს, რათა ლეგიტიმაცია წაართვან მათ, ვინც მათი მსოფლმხედველობის წინააღმდეგ წასვლას ბედავს.

ორბანი დემოკრატიის სამართლებრივი საფუძვლის აღდგენის პირობას დებს და წერს, რომ მისი მთავრობა, ევროპელი პატრიოტების ჯგუფთან ერთად იბრძვის ევროპის ქრისტიანული, კონსერვატიული და ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული დემოკრატიული მომავლისთვის.

„ლიბერალებმა სიტყვა „დემოკრატია“ დაამახინჯეს, რათა ლეგიტიმაცია წაართვან მათ, ვინც მათი მსოფლმხედველობის წინააღმდეგ წასვლას ბედავს. ჩვენ მის კანონიერ საფუძვლებს აღვადგენთ. ჩვენი მთავრობის მუშაობის, „ფიდესის“ წარმატებისა და ევროპელი პატრიოტების წყალობით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მომავალი ქრისტიანული, კონსერვატიული და ეროვნულ პრინციპზე დაფუძნებულ დემოკრატიაშია“, - დაწერა ორბანმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი