ზურაბ ქადაგიძე: ნაძირალა გაბიტაშვილი ხომ გახსოვთ, დუბაის პროვოკატორი? როდესაც მოქალაქეობა შეუწყდა, ერთი ამბავი ატეხა - ახლა აღუდგენიათ მოქალაქეობა და ბრძოლით მივაღწიეო - ასეთი ამორალური ხალხით არის დაკომპლექტებული ოპოზიცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
82 31 ივლისი 2025, 17:29

ეს ნაძირალა გაბიტაშვილი ხომ გახსოვთ, დუბაის პროვოკატორი? როდესაც მოქალაქეობა შეუწყდა, ერთი ამბავი ატეხა - სახელმწიფო პოლიტიკურად მებრძვისო. ახლა თურმე აღუდგენიათ მოქალაქეობა და ბრძოლით მივაღწიეო,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციონერ აქტივისტ, ლაშა გაბიტაშვილზე.

ქადაგიძის თქმით, გაბიტაშვილის მსგავსი ამორალური ხალხით არის დაკომპლექტებული დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია.

„ეს ნაძირალა გაბიტაშვილი ხომ გახსოვთ, დუბაის პროვოკატორი? როდესაც მოქალაქეობა შეუწყდა, ერთი ამბავი ატეხა - სახელმწიფო პოლიტიკურად მებრძვისო. ახლა თურმე აღუდგენიათ მოქალაქეობა და ბრძოლით მივაღწიეო... ანუ რა მოხდა, პროვოკატორო, შენი შეეშინდა სახელმწიფოს და ამიტომ დაიბრუნე მოქალაქეობა? აი ასეთი ამორალური ხალხით არის დაკომპლექტებული დღეს რადიკალური ოპოზიცია, ასეთი უპრინციპო ნაძირლებით არის სავსე დაჭაობებული პროტესტი. როდესაც მათთვის რაიმე მიუღებელი ხდება, თურმე ქვეყანა ებრძვით და პოლიტიკურ სიბრტყეში გადაჰყავთ მოცემულობა, ხოლო როდესაც მათთვის კარგი ხდება - ამას ბრძოლის შედეგად ასაღებენ. მერე წავა ეს ამორალური არსება, დაჯდება ტვ პირველის ეთერში და მორალს წაუკითხავს საზოგადოებას!!!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რადიკალებზე: ერთნი შედიან დამარცხებულ ბრძოლაში - „ლელო“-გახარიას ქორწინების სახით და მეორენი - „დედა-ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალი გვარამია, ემზადებიან „დიდი რევოლუციისთვის“
პრეზიდენტის განცხადება ეხებოდა არა კონკრეტულ რელიგიურ დღესასწაულს, არამედ ბახმაროში დამკვიდრებულ სახალხო ტრადიციას, მის შენარჩუნებას, რადგან ესაა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილი
ურჯულო სექტიდან პრეზიდენტ ყაველაშვილზე ცილისმწამებლურ-მანიპულაციური „მესიჯბოქსი“, რომ თითქოს, მან ფერისცვალების საეკლესიო დღესასწაული წინაპრებს დაუკავშირა, ნაცქაჯების სასოწარკვეთილების ანარეკლია
არათუ გაუმჯობესებულია საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა, ის კარდინალურად არის შეცვლილი 2013 წლიდან დღემდე
ვაშინგტონის „სამიტი“ იმდენად პროგნოზირებადი იყო, რომ დამატებით კომენტირებასაც არ საჭიროებს. ამით არც არაფერი დასრულებულა როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მის მიღმა
არქივი