ირაკლი ქადაგიშვილი ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე: პირადი წარუმატებლობა უნდათ, რომ საქართველოს გადააბრალონ, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ხდება ნათელი, რომ ეს ტყუილია მათი მხრიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 01 აგვისტო 2025, 12:43

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ანაკლიის პორტის საქმეზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ვაშინგტონის არბიტრაჟში წაგებულ სასამართლო დავის ფაქტს გამოეხმაურა.

„ცდილობენ, ქართული სახელმწიფო და ხელისუფლება, თითოეული მოქალაქე დააზიანონ. პირადი მიზნებიდან გამომდინარე პირადი წარუმატებლობა უნდათ, რომ საქართველოს გადააბრალონ, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ხდება ნათელი, რომ ეს ტყუილია მათი მხრიდან, ასევე ტყუილია მთელი მათი პოლიტიკა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. უწყების ცნობით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი: ვაპირებ გადაწყვეტილების მიღებას - ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ანუ მასიური სანქციები, მასიური ტარიფები, ან არაფერს არ გავაკეთებთ და ვიტყვით, რომ ეს თქვენი ბრძოლაა
ვლადიმერ პუტინი - რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები დაბალ დონეზეა, თუმცა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლასთან ერთად გვირაბის ბოლოს სინათლე გამოიკვეთა
ლევან მაჭავარიანი: ნუ დაგავიწყდებათ, 2024 წლის არჩევნებამდე ლორა თორნტონმა გაიდლაინი გადასცა რადიკალურ ოპოზიციას, სადაც პირდაპირ გაწერილი იყო, თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, როგორ უნდა მოეხდინათ საპროტესტო მუხტის აწევა
სპეციალური პენიტენციური სამსახური: სამსახურის ხელმძღვანელმა, ბეჟან ობგაიძემ დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა
POLITICO: ტრამპი მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინას მოუწევს შეთანხმების მიღება, რომელიც დიდწილად რუსეთის პირობებზე იქნება დაფუძნებული
არქივი