მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა 4 აგვისტოს გაგრძელდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
148 01 აგვისტო 2025, 23:29

ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა 4 აგვისტოს გაგრძელდება.

აღნიშნულის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

დღევანდელ პროცესზე ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც მხარეებმა რეპლიკების უფლებით ისარგებლეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი სხდომა ცხრა საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.

სასამართლო პროცესის პარალელურად, მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად გარე პერიმეტრზე შეკრებილი არიან სამოქალაქო აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები, ასევე აქციებზე დაკავებული პირების მშობლები. ამასთან, სასამართლოს სხდომას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მზია ამაღლობელი სამართალდამცველებმა ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი ხელმეორედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი