ა, ბატონო! პირდაპირ უთხრეს უკრაინას, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას თუ არ დაარეგულირებ, ვერ გახდები ევროკავშირის წევრი - ახალ ჩამწკრივდეს ყველა და ქართველ ხალხს აუხსნან, რას ნიშნავს შვედეთის პრემიერის ეს განცხადება?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 02 აგვისტო 2025, 15:24
ჩამწკრივდეს ყველა „ნაცმოძრაობაში“ და ე.წ. ენჯეო სექტორში, მათ შორის, ელჩები ევროკავშირის ელჩის თამადობით, ჩამწკრივდნენ და ქართველ ხალხს აუხსნან, რას ნიშნავს შვედეთის პრემიერის ეს განცხადება?!, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონის განცხადების შეფასებისას.

მისივე თქმით, პირდაპირ უთხრეს უკრაინას, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას თუ არ დაარეგულირებ, ვერ გახდები ევროკავშირის წევრი

„ეს არის მოცემულობა, კლასიკური მაგალითი იმის, თუ ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარებოდა და კითხვის ნიშნები ჰქონდა, რომ აბა, ვინ გვაძალებს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ა, ბატონო! პირდაპირ უთხრეს უკრაინას, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას თუ არ დაარეგულირებ, ვერ გახდები ევროკავშირის წევრი. ახალ ჩამწკრივდეს ყველა „ნაცმოძრაობაში“ და ე.წ. ენჯეო სექტორში, მათ შორის, ელჩები ევროკავშირის ელჩის თამადობით - გერმანიის ელჩის მიყოლებით, ჩამწკრივდნენ და აგვიხსნან, რას ნიშნავს ეს! ქართველ ხალხს აუხსნან, რას ნიშნავს შვედეთის პრემიერის ეს განცხადება?!“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაარეგულიროს ერთნაირსქესიანი პარტნიორობა და ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: ევროპა არასაკმარისად არის აღჭურვილი ახალი გეოპოლიტიკის ეგზისტენციალური გამოწვევებისთვის
„ქრონიკის“ ექსკლუზივი - კაპროვანის სანაპიროსთან მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის თემა ხელისუფლების შეცვლაა, ახალგაზრდები სამხედრო მომზადების საკითხებსაც გაივლიან
ტრამპი არ გამორიცხავს, რომ პუტინი აშშ-ში 2026 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე დაპატიჟოს
დონალდ ტრამპი: ვაპირებ გადაწყვეტილების მიღებას - ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ანუ მასიური სანქციები, მასიური ტარიფები, ან არაფერს არ გავაკეთებთ და ვიტყვით, რომ ეს თქვენი ბრძოლაა
ვლადიმერ პუტინი - რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები დაბალ დონეზეა, თუმცა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლასთან ერთად გვირაბის ბოლოს სინათლე გამოიკვეთა
არქივი