მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს რიკი მარტინის, ელტონ ჯონისა და ნილ პატრიკ ჰარისის სპერმის უკანონო ყიდვაში ადანაშაულებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
362 02 აგვისტო 2025, 16:11
ამერიკულმა ტაბლოიდმა OK Magazine-მა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და სენსაციურ დასკვნამდე მივიდა, რომ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ცნობილი მომღერლების, რიკი მარტინისა და ელტონ ჯონის, აგრეთვე მწერლისა და მსახიობის, ნილ პატრიკ ჰარისის სპერმას ყიდულობდა.

ტაბლოიდის ცნობით, ბიომასალის შეძენა მოლდოვის ლიდერს 400 ათასი დოლარი დაუჯდა. სპერმის ნიმუშები კალიფორნიაში, სუროგაციის ცენტრში ინახებოდა, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სანდუ გაუთხოვარია. ის 53 წლის არის. მას შვილები არ ჰყავს. ის ძალიან ჩაკეტილი ადამიანია ჯერჯერობით უცნობია, თუ რისთვის უნდოდა მოლდოვის ლიდერს ცნობილი ადამიანების სპერმა.

სავარაუდოდ, როგორც OK Magazine წერს, უკანონო გარიგება 2024 წელს მოხდა. სანდუმ სპერმაში ფული კაიმანის კუნძულებზე მდებარე ოფშორული კომპანიის მეშვეობით გადარიცხა. გამოცემა აღნიშნავს, რომ რიკი მარტინი, ელტონ ჯონი და ნილ პატრიკ ჰარისი სუროგაციის წყალობით გახდნენ მამები. სამართლის ექსპერტები გახმაურებულ სასამართლო პროცესებს პროგნოზირებენ.

მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციას კომენტარი ბრალდებასთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ფიფას პრეზიდენტი: ირანი, რა თქმა უნდა, მიიღებს მონაწილეობას 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე
შალვა პაპუაშვილი მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციას არ სჭირდება მოაზროვნე საზოგადოება, ისინი რევოლუციურ სცენარზე მუშაობენ და 26 მაისისთვის ემზადებიან, რომ ევრობიუროკრატებს დაანახონ, რომ ისევ არსებობენ
პაატა სალიამ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან ინოვაციებისა და ციფრული მმართველობის განვითარების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
არქივი