გიორგი კალანდარიშვილი 4 ოქტომბრის არჩევნებზე: არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
131 02 აგვისტო 2025, 20:07

არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, არსებობს გარკვეული რისკები, რომლებთან დაკავშირებითაც შესაბამის უფლებამოსილ ინსტიტუციებთან მჭიდრო კოორდინაციით ყველა საკითხს მაქსიმალურად გადააზღვევენ.

„რაც შეეხება მოახლოებულ 4 ოქტომბრის არჩევებს, სადაც შესაბამის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული პირები მერებს, საკრებულოს პროპორციულ და მაჟორიტარულ წევრებს აირჩევენ, ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვკვეთეთ გასულ წელთან მიმართებაში საკითხები, რომლებიც სპეკულაციის კუთხით იყო გამოყოფილი.

მათ შორის, გახსოვთ თქვენ, რომ იყო ბიულეტენზე უკანა მხარეს გამოჟონვის შემთხვევები, იყო სხვა საკითხები, რომელთა ტექნიკური და სამართლებრივი გადაზღვევები პროცესში უკვე განვახორციელეთ, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სპეკულაციების ხარისხი შევამციროთ. რა თქმა უნდა, კიდევ არსებობს გარკვეული რისკები, რომლებთან დაკავშირებითაც ჩვენ შესაბამის უფლებამოსილ ინსტიტუციებთან მჭიდრო კოორდინაციით ყველა საკითხს მაქსიმალურად გადავაზღვევთ. რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპი: ფრიდრიხ მერცმა არ იცის, რას ამბობს - გასაკვირი არაა, რომ გერმანიას საქმეები ასე ცუდად მისდის, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მხრივაც
საპატრიარქო წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს
უკრაინა ისრაელს სანქციებით ემუქრება რუსული მარცვლეულის შეძენის გამო
ეკა სეფაშვილი: ძალოვანი სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობა დადებითად აისახება ქვეყნის მართვაზე და უკეთეს შედეგებს მოიტანს
პრემიერი: ბრძოლების ფონზე გარკვეული სირთულეები გუნდის შიგნითაც დაგროვდა. საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის დამშვიდებამ მოგვცა ამ შიდა პრობლემებზე ზრუნვის საშუალება
არქივი