გიორგი გამსახურდია: ვერ შექმნიან ამაღლობელისა და დათაშვილისგან ნაზი შამანაურს, ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 03 აგვისტო 2025, 07:07

ვერანაირად ვერ ჯდება „ნაცურ" კონტექსტში, ზვიადი, მერაბი და ნაზი შამანაური. ეს ხალხი სამშობლოს შეეწირა, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ X-ზე.

მისი განცხადებით, მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილისგან ნაზი შამანაურს ვერ შექმნიან, ისევე როგორც სააკაშვილისგან ზვიად გამსახურდიას და გიორგი რურუასგან მერაბ კოსტავას.

„ვერანაირად ვერ ჯდება „ნაცურ" კონტექსტში, ზვიადი, მერაბი და ნაზი შამანაური. ეს ხალხი სამშობლოს შეეწირა, ესენი კიდევ აგენტურულ დავალებას ასრულებენ. ვერ შექმნიან ამაღლობელის და დათაშვილისგან შამანაურს. ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი. მარტივია." - წერს გიორგი გამსახურდია.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ნინო დათაშვილის ადვოკატების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე, რომელიც შეეხება ბრალდებულისათვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას, განმარტა, რომ ვინაიდან, თავად ადვოკატების მიერ წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ექსპერტიზის დანიშვნა, როგორც ეს მსგავს შემთხვევებში ხდება ხოლმე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იტალიის ვიცე-პრემიერმა მაკრონს უკრაინაში ჩასვლა და ომში ჩართვა ურჩია. საფრანგეთის საგარეომ იტალიის ელჩი დაიბარა
მედია: ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი 24 - 26 აგვისტოს უკრაინას ეწვევა
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: ევროპა არასაკმარისად არის აღჭურვილი ახალი გეოპოლიტიკის ეგზისტენციალური გამოწვევებისთვის
„ქრონიკის“ ექსკლუზივი - კაპროვანის სანაპიროსთან მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის თემა ხელისუფლების შეცვლაა, ახალგაზრდები სამხედრო მომზადების საკითხებსაც გაივლიან
ტრამპი არ გამორიცხავს, რომ პუტინი აშშ-ში 2026 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე დაპატიჟოს
არქივი