პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას 4 აგვისტოს გამართავს და დასკვნას დაამტკიცებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
108 03 აგვისტო 2025, 10:43

4 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება, სადაც კომისია განიხილავს და დაამტკიცებს დასკვნის პროექტს, რომელსაც საშემოდგომო სესიის დაწყებისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასკვნითი სხდომა საქართველოს პარლამენტში 11:00 საათზე გაიმართება.

„4 აგვისტოს, 11:00 საათზე, გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა.

სხდომაზე განსახილველი საკითხია საქართველოს პარლამენტის 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტის თაობაზე მსჯელობა და დამტკიცება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

XI მოწვევის პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია თებერვლის თვეში შეიქმნა და უფლებამოსილების ვადა სამჯერ გაუგრძელდა. კომისია თავდაპირველად "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შესწავლის მანდატით ჩამოყალიბდა, თუმცა მანდატი მალევე გაუფართოვდა და მისი ინტერესის საგანი ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შესწავლა გახდა.

დროებით საგამოძიებო კომისიას პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. კომისიაში ოპოზიციის სტატუსით წარმოდგენილი არიან დეპუტატები: - სოზარ სუბარიგურამ მაჭარაშვილი და ილია ინჯია, ხოლო ფრაქცია "ქართული ოცნებიდან" - თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძეირაკლი ქადაგიშვილი და ალუდა ღუდუშაური.

აღნიშნულ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი საპატიმრო დაწესებულებაში სასჯელს იხდის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერ-მინისტრი მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
დიმიტრი ხუნდაძე: ყველა სარეიტინგო კვლევაში საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, თუმცა ფსევდოლიბერალების მიერ გაჟღერებულ აღქმებში პირიქით არის, რაც მათი „სამართლიანობის“ ლუსტრაციაა
პრეზიდენტი: ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ დიდი დანაკარგის გამო
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ - სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები „ოცნების“ ტროლებად იქცნენ, ჩვენი ფრაქცია გორის საკრებულოში მხარს დაუჭერს საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი „დიფ სთეითის“ აღმოფხვრის მიზნით უწყებიდან თანამშრომლების 40%-ზე მეტს გაუშვებს
არქივი