პრემიერი: ორი წლის შემდეგაც ყველას ძალიან მძაფრად გვახსენდება შოვის უმძიმესი ტრაგედია. ჩვენი ვალია, გავიხსენოთ დაღუპულები და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები არ მოხდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
134 03 აგვისტო 2025, 19:43

ორი წლის შემდეგაც ყველას ძალიან მძაფრად გვახსენდება შოვის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც მთელ ქვეყანას დაგვატყდა თავს, ჩვენი ვალია, გავიხსენოთ დაღუპულები და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები არ მოხდეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შოვში, სადაც სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაური, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის მსხვერპლთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და დაღუპულთა ოჯახებს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრი ასევე გაეცნო სტიქიის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მშენებლობის პროცესს, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება. გარდა ამისა, ახლო მომავალში დაიწყება 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომლის პროექტი უკვე მომზადებულია.

„ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები არ მოხდეს. მანამდე არ არსებობდა პრეცედენტი, რაც დაკავშირებული იყო მყინვარულ ღვარცოფთან და ასეთი კვლევა არ იყო ჩატარებული. ჩვენ დავიწყეთ კვლევების ჩატარება შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიკვლევთ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი მოგვცემს შესაბამისი რისკების პრევენციის საშუალებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა
პრემიერი: 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს, მას შემდეგ ეს დღე სახელმწიფოებრივი სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა
გურამ მაჭარაშვილი: გარკვეული ფორმატით სახელმწიფო უწყებები პოზიტიურად უნდა არეგულირებდნენ საწვავის, სურსათის თუ მედიკამენტის ფასს. შემდეგ კი რეალურად მოხდება ისე, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასებს
ირაკლი კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია
ცესკო-ს ხელმძღვანელობა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მონაწილეობდა
არქივი