ირაკლი კობახიძე გაეროს კონფერენციაზე დღეს სიტყვით გამოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
98 05 აგვისტო 2025, 09:33

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც თურქმენეთი ქალაქ ავაზაში მასპინძლობს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 5 აგვისტოს, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე. ირაკლი კობახიძე აქცენტს გააკეთებს საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, ქვეყნის, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის როლზე, რომელიც ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას დაკავშირებადობის კუთხით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური პირისპირ შეხვდება კონფერენციის მასპინძელი ქვეყნის, თურქმენეთის პრეზიდენტს სერდარ ბერდიმუჰამედოვს და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს.

ირაკლი კობახიძე სამიტზე დასასწრებად დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერ-მინისტრი მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
დიმიტრი ხუნდაძე: ყველა სარეიტინგო კვლევაში საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, თუმცა ფსევდოლიბერალების მიერ გაჟღერებულ აღქმებში პირიქით არის, რაც მათი „სამართლიანობის“ ლუსტრაციაა
პრეზიდენტი: ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ დიდი დანაკარგის გამო
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ - სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები „ოცნების“ ტროლებად იქცნენ, ჩვენი ფრაქცია გორის საკრებულოში მხარს დაუჭერს საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი „დიფ სთეითის“ აღმოფხვრის მიზნით უწყებიდან თანამშრომლების 40%-ზე მეტს გაუშვებს
არქივი