Fox News: აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ხელი მოაწერა განკარგულებას სასამართლოში იმ მტკიცებულებების წარდგენის შესახებ, რომლებიც ტრამპის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების რუსეთის სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებას ეხება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
93 05 აგვისტო 2025, 09:39
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ ხელი მოაწერა განკარგულებას სასამართლოში იმ მტკიცებულებების წარდგენის შესახებ, რომლებიც დონალდ ტრამპის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების რუსეთის სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებას ეხება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.

„Fox News-ს შეუძლია დაადასტუროს, რომ გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ფედერალურ პროკურორს ავალდებულებს, ნაფიც მსაჯულებს წარუდგინოს მტკიცებულებები, რომლებიც 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის რუსეთთან სავარაუდო შეთქმულებას ეხება“, - წერს Fox News-ი.

ტელეკომპანია გაეცნო პემ ბონდის მიერ ხელმოწერილი განკარგულების გვერდს, ასევე მიიღო დადასტურება ინფორმირებული წყაროსგან.

მანამდე ტრამპმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა. მისი თქმით, მას ამის დოკუმენტური მტკიცებულებები აქვს.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა რუსეთი ხმის მიცემის პროცესში ჩარევაში, ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი მოსკოვთან შეთქმულებაში დაადანაშაულეს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იტალიის ვიცე-პრემიერმა მაკრონს უკრაინაში ჩასვლა და ომში ჩართვა ურჩია. საფრანგეთის საგარეომ იტალიის ელჩი დაიბარა
მედია: ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი 24 - 26 აგვისტოს უკრაინას ეწვევა
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: ევროპა არასაკმარისად არის აღჭურვილი ახალი გეოპოლიტიკის ეგზისტენციალური გამოწვევებისთვის
„ქრონიკის“ ექსკლუზივი - კაპროვანის სანაპიროსთან მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის თემა ხელისუფლების შეცვლაა, ახალგაზრდები სამხედრო მომზადების საკითხებსაც გაივლიან
ტრამპი არ გამორიცხავს, რომ პუტინი აშშ-ში 2026 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე დაპატიჟოს
არქივი