გურამ მაჭარაშვილი ლიეტუვას მთავრობის სკანდალზე: რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
89 05 აგვისტო 2025, 10:03
რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. ეს არის ის ანდაზა, რომელიც მიუვა ყველა იმ მთავრობას და ხელისუფლებას, რომელიც უსამართლოდ გაიშვერს ხელს სხვა ქვეყნისკენ, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ლიეტუვის მთავრობის გადადგომას, რომელიც კორუფციულ სკანდალს უკავშირდება.

„მიჩვეულები ვართ იმას, რომ სამართალი შეიძლება ნელა დადის, მაგრამ აუცილებლად მიაღწევს ხოლმე იმ ადამიანებამდე და სახელმწიფოებამდე, რომლებსაც უსამართლოდ ექცევიან. ლიეტუვა განსაკუთრებით ჭკუას გვარიგებდა და გვეუბნებოდა, რომ მიხედეთ კორუფციას, დემოკრატიასო და საკუთარმა გენერალურმა უწყებებმა გადააყენეს სწორედ კორუფციის ბრალდებით. რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. ეს არის ის ანდაზა, რომელიც მიუვა ყველა იმ მთავრობას და ხელისუფლებას, რომელიც უსამართლოდ გაიშვერს ხელს სხვა ქვეყნისკენ“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ გინტაუტას პალუცკასის შემდეგ, 4 აგვისტოს ლიეტუვის მთელი მთავრობა გადადგება. ლიეტუვის პრემიერის გადადგომას წინ უძღოდა ჟურნალისტური გამოძიებით გამოწვეული სკანდალი, რომელიც მის საეჭვო ბიზნესკავშირებს ეხება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
თინა ბოკუჩავა - მართლაც ტროლად და ჯამბაზად ქცეულ გახარიას მივმართავ, თქვენი ფრაქციის წევრები ემალებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რათა მსვლელობა არ მიეცეს იმპიჩმენტს დავით რაზმაძის წინააღმდეგ
პრემიერ-მინისტრი მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
დიმიტრი ხუნდაძე: ყველა სარეიტინგო კვლევაში საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, თუმცა ფსევდოლიბერალების მიერ გაჟღერებულ აღქმებში პირიქით არის, რაც მათი „სამართლიანობის“ ლუსტრაციაა
პრეზიდენტი: ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ დიდი დანაკარგის გამო
არქივი