79
05 აგვისტო 2025, 17:43

სამდღიანი დუმილის შემდეგ შვედეთის საელჩო „ქრონიკის“ შეკითხვას პასუხობს. დიპლომატიური წარმომადგენლობა ამბობს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის აუცილებელია ლგბტქ პირების უფლებების დაცვა.
საელჩო არაფერს ამბობს, იმ პირობაზე რომლის შესახებაც შვედეთის პრემიერ - მინისტრმა უკრაინის მიმართ დააყენა. საუბარია ერთნაირსქესიანთ ქორწინების სამართლებრივ რეგულირებაზე.
„როგორც შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, ყველა უმცირესობის, მათ შორის ლგბტქი პირების მიერ ადამიანის უფლებებით სრულად სარგებლობა და მათი სამართლებრივი დაცვა ევროკავშირში ინტეგრაციის პირობაა.
შვედეთი ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებს არანაირ დამატებით მოთხოვნას არ უწესებს გარდა ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებულისა, რომელიც კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებამდე უნდა მიიღონ და თავიანთ ეროვნულ სამართლებრივ წესრიგში ჩართონ“, - ნათქვამია შვედეთის საელჩოს წერილში.
პასუხი ამ დრომდე არ მიუღია „ქრონიკას“ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაარეგულიროს ერთნაირსქესიანი პარტნიორობა და ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |