საფრანგეთის პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანაში რთული და საგანგაშო ეკონომიკური ვითარებაა. სახელმწიფოს ვალი ყოველ წამს 5 ათასი ევროთი იზრდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 06 აგვისტო 2025, 19:49
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ფრანსუა ბაირუ აცხადებს, რომ ქვეყანაში რთული და საგანგაშო ეკონომიკური ვითარებაა.

ბაირუს თქმით, საფრანგეთის სახელმწიფოს ვალი ყოველ წამს 5 ათასი ევროთი იზრდება და საერთო ჯამში უკვე სამ-ნახევარ ტრილიონ ევროს გადააჭარბა.

საფრანგეთის პრემიერმა განაცხადა, რომ სწორედ ეს სახელმწიფო ვალია ქვეყნის ეკონომიკისთვის მთავარი საფრთხე. ბაირუ მიიჩნევს, რომ საფრანგეთმა სასწრაფოდ უნდა შეამციროს დანახარჯები და მთავრობამ 2026 წლამდე ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაზე იზრუნოს.

ბაირუს თქმით, ამ დრომდე ასევე არ იგეგმება პენსიებისა და სხვა სოციალური ხარჯების გაზრდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების საკითხში გვირაბის ბოლოს სინათლეს ხედავს
მამუკა მდინარაძეს უზომოდ და ერთგულად უყვარს სამშობლო, საიმედო მეგობარია, რომელიც სანატრელია გასაჭირშიც და ბრძოლაშიც - დარწმუნებული ვარ, შეძლებს “ქართული ოცნების” ყველა ჯარისკაცის ოცნების ახდენას, რომელიც 2012 წლიდან გვაქვს!
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: გერმანია აპირებს ინდოეთთან თანამშრომლობის განვითარებასა და გაძლიერებას
პუტინი: თუ ზელენსკი მზად არის, ჩამოვიდეს მოსკოვში
საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე: ეს არის ერთგვარი პრევენციისთვის ძალიან კარგი და მეტად მნიშვნელოვანი ბერკეტი, რათა ყველამ გაიაზროს, რომ ბოროტების და საკუთარი ხალხის ჩაგვრის ადგილი ამ ქვეყანაში არ არის
არქივი