გეკა გელაძე: ჩემთვის სამართალდამცავ ინსტიტუციაზე თავდასხმა არის მიუღებელი და ამას ექნება სამართლებრივი შეფასება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
94 07 აგვისტო 2025, 14:43

ჩემთვის სამართალდამცავ ინსტიტუციაზე თავდასხმა არის მიუღებელი და ამას ექნება სამართლებრივი შეფასება, - განაცხადა შს მინისტრმა გეკა გელაძემ.

„ამ [სამართალდამცავ] ინსტიტუციაზე თავდასხმა, ნებისმიერი ფორმით, ეს იქნება ფიზიკური თუ სიტყვიერი ძალადობრივი ქმედება, რა თქმა უნდა, ჩემთვის არის მიუღებელი და ამას ექნება სამართლებრივი შეფასებბა“, - აღნიშნა გელაძემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

ამაღლობელი, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, აქციაზე 11 იანვარს დააკავეს. პირველ ჯერზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემდეგ ის ხელწერილით გაათავისუფლეს, შემდეგ კი ამაღლობელმა სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - ხელი გაარტყა, რის შემდეგაც ის ისევ დააკავეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იტალიის ვიცე-პრემიერმა მაკრონს უკრაინაში ჩასვლა და ომში ჩართვა ურჩია. საფრანგეთის საგარეომ იტალიის ელჩი დაიბარა
მედია: ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი 24 - 26 აგვისტოს უკრაინას ეწვევა
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: ევროპა არასაკმარისად არის აღჭურვილი ახალი გეოპოლიტიკის ეგზისტენციალური გამოწვევებისთვის
„ქრონიკის“ ექსკლუზივი - კაპროვანის სანაპიროსთან მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის თემა ხელისუფლების შეცვლაა, ახალგაზრდები სამხედრო მომზადების საკითხებსაც გაივლიან
ტრამპი არ გამორიცხავს, რომ პუტინი აშშ-ში 2026 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე დაპატიჟოს
არქივი