ირაკლი კობახიძე: ახობაძის საქმესთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომ საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, ნუ გამოაცხადებთ იმ ადამიანებს გმირებად, რომლებიც ბავშვებს ჰპარავდნენ მორფს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 07 აგვისტო 2025, 22:39

ახობაძის საქმესთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომ საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, გამომდინარე იქიდან, რომ 100 %-იანი მტკიცებულებები არ იყო, 1 %-იც რომ რჩება, სასამართლო ვალდებულია, გაათავისუფლოს ადამიანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სწორედ, ქვეყანაში არსებული მაღალი სამართლებრივი სტანდარტია ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ 1 000 მოძალადიდან მხოლოდ 20 ადამიანია დაკავებული.

„ახობაძის საქმესთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომ საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც 1000 მოძალადიდან მარტო 20 ადამიანია დაკავებული, არის, სწორედ, მაღალი სამართლებრივი სტანდარტი. აქაც არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, გამომდინარე იქიდან, რომ 100 %-იანი არ იყო მტკიცებულებები, 1 %-იც რომ რჩება, სასამართლო ვალდებულია, გაათავისუფლოს ადამიანი. როცა იცის, რომ ადამიანი არის გადავარდნილი ნარკომანი, მოიხმარს, ასაღებს ნარკოტიკებს და ა.შ. მაშინაც კი, თუ არ არის 100 %-იანი მტკიცებულებები, სასამართლოს ევალება გაათავისუფლოს ადამიანი. მე არ მინდა, გვარებში შევიდე, არც ერთ გვარს არ ვეხები. ვიდეო რომ არ იყო გადაღებული, სწორედ, ამის გამო გაათავისუფლეს ახობაძე პატიმრობიდან. საუბარია 100 %-იანი მტკიცებულების სტანდარტზე. მინდა, ერთი რამ გირჩიოთ, აქ საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და არც პავლეს, ნუ გამოაცხადებთ ადამიანებს გმირებად, რომლებიც ბავშვებს პარავდნენ მორფს, ეს არის ჩემი რჩევა,“- განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერ-მინისტრი მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
დიმიტრი ხუნდაძე: ყველა სარეიტინგო კვლევაში საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, თუმცა ფსევდოლიბერალების მიერ გაჟღერებულ აღქმებში პირიქით არის, რაც მათი „სამართლიანობის“ ლუსტრაციაა
პრეზიდენტი: ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ დიდი დანაკარგის გამო
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ - სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები „ოცნების“ ტროლებად იქცნენ, ჩვენი ფრაქცია გორის საკრებულოში მხარს დაუჭერს საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი „დიფ სთეითის“ აღმოფხვრის მიზნით უწყებიდან თანამშრომლების 40%-ზე მეტს გაუშვებს
არქივი