27
09 აგვისტო 2025, 13:26

სააგენტო Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინაში ომის დასრულებისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე რუსეთი აშშ-ს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიიდან უკრაინის ჯარის გაყვანას მოითხოვს.
სააგენტოს ცნობით, ეს ოკუპაციის აღიარების ტოლფასი იქნება, სანაცვლოდ კი რუსეთი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე იერიშებს შეწყვეტს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატები მუშაობს იმაზე, რომ შეთავაზების შემთხვევაში, სავარაუდო გარიგების გაფორმებაზე თანხმობა კიევისგან და მისი ევროპელი მოკავშირეებისგან მიიღოს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |