ელისაშვილმა საკუთარი თავი თავადვე აქცია კომიკურ ფიგურად - მერაბ სეფაშვილი კი თუ აქამდე მიხეილ სააკაშვილს უმღეროდა, რომ მისი გმირი იყო, ახლა იმღეროს „გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 09 აგვისტო 2025, 13:41
„მათ მიერ დასახელებული მერობის კანდიდატები, საარჩევნო წონას არ ფლობენ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ მერობის საეთო კანდიდატებზე. 

„რადიკალური ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“. მათი სტრატეგიაა, გაიყონ შუაზე, ნაწილმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და შემდეგ უკვე შიგნიდან მოახდინონ, თუნდაც თითო წარმომადგენლით საკრებულოებში არეულობა. 

ვფიქრობ, მათ მიერ დასახელებული მერობის კანდიდატები, საარჩევნო წონას არ ფლობენ. ელისაშვილმა საკუთარი თავი თავადვე აქცია კომიკურ ფიგურად. რაც შეეხება მერაბ სეფაშვილს, არ მგონია, მათ ემღერებოდეთ, მაგრამ თუ მაინცდამაინც მომღერალი სურთ, მაშინ სეფაშვილს მოუწევს რეპერტუარის შეცვლა. თუ ის აქამდე მიხეილ სააკაშვილს უმღეროდა, რომ მისი  გმირი იყო, ახლა იმღეროს „გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი: ვაპირებ გადაწყვეტილების მიღებას - ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ანუ მასიური სანქციები, მასიური ტარიფები, ან არაფერს არ გავაკეთებთ და ვიტყვით, რომ ეს თქვენი ბრძოლაა
ვლადიმერ პუტინი - რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები დაბალ დონეზეა, თუმცა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლასთან ერთად გვირაბის ბოლოს სინათლე გამოიკვეთა
ლევან მაჭავარიანი: ნუ დაგავიწყდებათ, 2024 წლის არჩევნებამდე ლორა თორნტონმა გაიდლაინი გადასცა რადიკალურ ოპოზიციას, სადაც პირდაპირ გაწერილი იყო, თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, როგორ უნდა მოეხდინათ საპროტესტო მუხტის აწევა
სპეციალური პენიტენციური სამსახური: სამსახურის ხელმძღვანელმა, ბეჟან ობგაიძემ დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა
POLITICO: ტრამპი მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინას მოუწევს შეთანხმების მიღება, რომელიც დიდწილად რუსეთის პირობებზე იქნება დაფუძნებული
არქივი