ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ სამშვიდობო დეკლარაციას მიესალმება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 09 აგვისტო 2025, 14:28
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა, ანტონიუ კოშტამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მიესალმება აშშ-ის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დეკლარაციის გაფორმებას.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმება არის „მნიშვნელოვანი გარღვევა მრავალწლიანი კონფლიქტის დასრულების საქმეში“.

ფონ დერ ლაიენი და კოშტა მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ ორივე ქვეყანასა და აშშ-ის ადმინისტრაციას კონფლიქტის დარეგულირებაში პროგრესის მიღწევისათვის პირობების შექმნას და შეთანხმებული ნაბიჯების დროულად შესრულების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს, კერძოდ, სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასა და რატიფიკაციის აუცილებლობას.

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე წლის მარტში სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ეს არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაბიჯი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების სრული ნორმალიზაციის გზაზე, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის პრინციპებს შესახებ ალმათაში 1991 წელს მიღებული დეკლარაციის გათვალისწინებით“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონები დააფიქსირეს, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებულია
კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა
მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 74 პირი დააკავეს, რომლებიც სერბეთში საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები
კახა კალაძე - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს
შალვა პაპუაშვილი - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის
არქივი