39
09 აგვისტო 2025, 14:48

გამომდინარე იქედან, რომ უკრაინული მხარის პასუხი არ გვაქვს საჰაერო გზის გამოყენებაზე, ჩვენი მხრიდან ეს ერთგვარ გაუგებრობასა და გაკვირვებას იწვევს, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ მყოფი პირების გაყვანის საკითხზე კომენტირებისას.
„შექმნილი სიტუაციის დარეგულირების მიზნით, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე შსს-მ გავმართეთ არა ერთი შეხვედრა უკრაინის საელჩოს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელებთან. ასევე გამოყენებული იყო ჩვენი პოლიციის ატაშეების ქსელი უკრაინაში და შეხვედრები შედგა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რა დროსაც ჩვენ შევთავაზეთ მათ სხვადასხვა მექანიზმი ამ პირების სამშობლოში დაბრუნების საკითხის დარეგულირების თვალსაზირისით. ეს იყო ორი მიმართულება. ერთი იყო საჰაერო და მეორე - საზღვაო გზის გამოყენება. სამწუხაროდ, არც ერთ ამ შეთავაზებაზე უკრაინულ მხარეს ქართული მხარისთვის ჯერ დადებითი პასუხი არ გაუცია. აქედან გამომდინარე, ეს ხალხი დღემდე იმყოფება „დარიალის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.
მაქსიმალურად მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ამ პირების სამშობლოში დაბრუნებას ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენებით, რაც ჩვენს კომპეტენციას განეკუთვნება.
საჰაერო გზა აპრობირებული მეთოდი იყო ამგვარი საკითხის დარეგულირების პროცესში. გამომდინარე იქედან, რომ დღეს უკრაინული მხარის პასუხი არ გვაქვს საჰაერო გზის გამოყენებაზე, ერთგვარ გაუგებრობასა და გაკვირვებას იწვევს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მზადყოფნას, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |