სამწუხაროა, რომ უკრაინის მხარე საერთოდ არ რეაგირებს თავის მოქალაქეებთან დაკავშირებულ საკითხზე და ერთგვარ იგნორს უკეთებს, საქართველოს მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
14 09 აგვისტო 2025, 14:55
სამწუხაროა, რომ უკრაინის მხარე საერთოდ არ რეაგირებს თავის მოქალაქეებთან დაკავშირებულ საკითხზე და ერთგვარ იგნორს უკეთებს, საქართველოს მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ მყოფი პირების გაყვანის საკითხზე კომენტირებისას.

„როდესაც საუბარია, მძიმე, კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანთა ასე ერთად შეკრებილ ჯგუფზე, ბუნებრივია, აქ პირველ რიგში დგება უსაფრთხოების საკითხები.

სამწუხაროა, რომ უკრაინის მხარე საერთოდ არ რეაგირებს თავის მოქალაქეებთან დაკავშირებულ საკითხზე და ერთგვარ იგნორს უკეთებს, საქართველოს მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს და მათ შორის, სამუშაო რეჟიმში ამ საკითხის განხილვასაც კი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მზადყოფნას, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სპეციალური პენიტენციური სამსახური: გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ
პენიტენციური სამსახური „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თაზო დათუნაშვილი მოსამართლემ 4000 ლარით დააჯარიმა
ნიკოლ ფაშინიანი - მოქალაქეებს, რომლებიც არ ეთანხმებიან ჩემს მიდგომას ყარაბაღზე, რევოლუციისკენ მოვუწოდე, ფაქტია, არ მოაწყვეს, რადგან მიხვდნენ, რომ ამის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია
ილჰამ ალიევი - სომხეთთან შეთანხმების პარაფირება, ფაქტობრივად, წერტილს უსვამს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირებას
არქივი