ვიტალი კლიჩკო: ჩვენს ქვეყანაში ამ ომით ყველა დაიღალა. ამ ომში უზარმაზარი ფასი გადავიხადეთ. ჩვენ მაინც უნდა ვიპოვოთ გამოსავალი და მჯერა, რომ ზელენსკი, პუტინი და ტრამპი ერთმანეთს შეხვდებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
121 10 აგვისტო 2025, 16:29

ჩვენს სახელმწიფოში, ჩვენს ქვეყანაში ამ ომით ყველა დაიღალა, - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ BILD-თან ინტერვიუში. ის ღიად აცხადებს, რომ შეთანხმება რუსეთთან, თუნდაც ტერიტორიების დათმობის გზით, შესაძლოა მშვიდობისკენ ერთადერთი გზა იყოს.

„სამწუხაროდ, ამ ომში უზარმაზარი ფასი გადავიხადეთ: ჩვენი პატრიოტების, ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. ასობით ქალაქი განადგურებულია. უკრაინის უდიდესი ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. დიპლომატიური გადაწყვეტილება უნდა ვიპოვოთ“, - განაცხადა მან.

შესაძლო ტერიტორიულ დათმობებზე საუბრისას, კლიჩკომ ეს ვარიანტი არ გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ „ახლა ამაზე საუბარი ადრეა“ და გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მიიღოს.

„ეს რთულია, რადგან ჩვენი ხალხის ნაწილი არასოდეს იქნება მზად ჩვენი ქვეყნის ნაწილი რუსეთს გადასცეს“, - აღნიშნა მან.

კიევის მერი ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს აუცილებლად თვლის, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მონაწილეობით.

„ამერიკელ პრეზიდენტზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული - ის საკვანძო ფიგურაა მსოფლიოში, მაგრამ ეს ომი პუტინმა დაიწყო და მხოლოდ პუტინს შეუძლია მისი დასრულება. ამ ეტაპზე პუტინს ზელენსკისთან შეხვედრა არ სურს, ამბობს, რომ ამისთვის არც მიზეზები აქვს და არც ამ შეხვედრაზე სალაპარაკო თემები.

სიტუაცია საკმაოდ რთულია, რადგან უკრაინული განკარგულების მიხედვით, პუტინთან მოლაპარაკებები არ უნდა იმართებოდეს. თავის მხრივ, პუტინი აცხადებს, რომ ზელენსკი არალეგიტიმური პრეზიდენტია, რადგან მას ვადა უკვე ამოეწურა. თუმცა ჩვენ მაინც უნდა ვიპოვოთ გამოსავალი და მჯერა, რომ ზელენსკი, პუტინი და ტრამპი ერთმანეთს შეხვედრიან. ვფიქრობთ, შეხვედრები რთული იქნება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ისინი გაიმართება“, - განაცხადა კლიჩკომ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მედია: ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი 24 - 26 აგვისტოს უკრაინას ეწვევა
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: ევროპა არასაკმარისად არის აღჭურვილი ახალი გეოპოლიტიკის ეგზისტენციალური გამოწვევებისთვის
„ქრონიკის“ ექსკლუზივი - კაპროვანის სანაპიროსთან მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის თემა ხელისუფლების შეცვლაა, ახალგაზრდები სამხედრო მომზადების საკითხებსაც გაივლიან
ტრამპი არ გამორიცხავს, რომ პუტინი აშშ-ში 2026 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე დაპატიჟოს
დონალდ ტრამპი: ვაპირებ გადაწყვეტილების მიღებას - ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ანუ მასიური სანქციები, მასიური ტარიფები, ან არაფერს არ გავაკეთებთ და ვიტყვით, რომ ეს თქვენი ბრძოლაა
არქივი