Bloomberg - ევროპელ ლიდერებს დონალდ ტრამპთან საუბარი სურთ, ვიდრე ის ვლადიმერ პუტინს შეხვდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 11 აგვისტო 2025, 08:45

ევროპელ ლიდერებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების გამართვას სურთ, სანამ ის რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება, - ინფორმაციას Bloomberg-ი საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ეს მოლაპარაკებები აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ოფიციალურ პირებს შორის შაბათ-კვირას გამართული ინტენსიური დიპლომატიური შეხვედრების შემდეგ დაიწყება.

Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირის ელჩებს მოლაპარაკებების შესახებ კვირას აცნობეს და დღეს ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ.

შეგახსენებთ, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი