შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ჰპირდება ამომრჩეველს, რომ თუკი მათ მისცემენ ხმას, ისინი არევენ ქვეყანას და შეეცდებიან დისკომფორტი შეუქმნან ცენტრალურ ხელისუფლებას. არავინ არ მისცემს საბოტაჟისთვის მათ ხმას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
108 11 აგვისტო 2025, 13:46

თვითმმართველობის არჩევნებზე 17 პარტიას ჰქონდა განაცხადი და ამ ეტაპზე სავარაუდოდ 17 პარტიაა რეგისტრირებული. მათ შორის წინა საპარლამენტო არჩევნებში ბარიერ გადალახული 4 პარტიიდან 2 არ მონაწილეობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას.

„რაც უფრო ნაკლები ექსტრემისტული პარტია იქნება არჩევნებში წარმოდგენილი, მით უფრო კარგია ქართული დემოკრატიისთვის და ეს შედეგი უკვე კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ფორმალური ბირთვი, მისი სახელწოდებით, საარჩევნო ნომრით და ა.შ. დღეს გამქრალია საარჩევნო ბიულეტენებიდან. გამქრალი იქნება საკუთარი არჩევანით. მისასალმებელია, რომ ამით ხდება მათ შორის ფორმალური დემონტაჟი „ნაცმოძრაობის“ და „ნაცობის“, როგორც იდეოლოგიის.

რაც შეეხება არჩევნებს, უკვე აქტიურად დავიწყეთ კამპანია, წარდგენილია თბილისის მერობის კანდიდატი, თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები, უკვე ხდება გაცხადება ჩვენი მერობის კანდიდატების სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან ცხადი მიზანი, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვოთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებში.

დღეს რადიკალური ოპოზიცია ერთ რამეს ჰპირდება ამომრჩეველს, რომ თუკი მათ მისცემენ ხმას და მანდატს, ისინი არევენ ქვეყანას და შეეცდებიან დისკომფორტი შეუქმნან ცენტრალურ ხელისუფლებას ადგილობრივმა თვითმმართველობებმა. ჰპირდებიან, რომ საბოტაჟით იქნებიან დაკავებული, თუკი მათ მანდატი ექნებათ და არავინ არ მისცემს საბოტაჟისთვის მათ ხმას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უვიზო მიმოსვლაზე: არიან სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, რომ თავიანთი დღის წესრიგისთვის გამოიყენონ ეს საკითხი
დღეს ვხედავთ, რომ იმედიანი, პროგრესზე ორიენტირებული ხელისუფლება გვყავს, მაგრამ ოპოზიცია გვყავს, რომელიც არ არის იმედიანი
შესაძლოა ზოგიერთმა ქვეყანამ გააკეთოს განცხადებები, რომ აპირებენ შეწყვეტას ვიზალიბერალიზაციის. მოგვიანებით ვნახავთ, რომ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული
საქართველო პირნათლად ასრულებს თავის ვალდებულებებს და არანაირი წინაპირობა იმისა, რომ საფრთხე შეექმნას უვიზო მიმოსვლას, არ არსებობს
ლევან მახაშვილი ოპოზიციის უცხოელ დამფინანსებლებზე: მათი მთავარი მიზანი არის პოლიტიკურ ომის თამაშებში საქართველოს შეთრევა და ამისთვის სამწუხაროდ ძალიან კარგ მიზეზებს აძლევს ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი
არქივი