კრემლი - ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპთან და ილჰამ ალიევთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 11 აგვისტო 2025, 16:45

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ტელეფონით ისაუბრეს, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრა და ალასკაში დაგეგმილი მოლაპარაკებები განიხილეს.

„ნიკოლ ფაშინიანმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ვაშინგტონში 8 აგვისტოს გამართული შეხვედრის შედეგების შესახებ“, - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.

კრემლის ინფორმაციით, პუტინმა აღნიშნა ერევანსა და ბაქოს შორის მდგრადი მშვიდობის შენარჩუნებისკენ მიმართული ნაბიჯების მნიშვნელობა. მან დაადასტურა მოსკოვის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას უმაღლეს დონეზე გაფორმებული 2020-2022 წლების სამმხრივი შეთანხმებების ფარგლებში.

კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ უიტკოფთან შეხვედრის შედეგებსა და ალასკაში დონალდ ტრამპთან დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის მზადებაზე.

კრემლის ინფორმაციით, პუტინმა და ფაშინიანმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ზოგიერთი საკითხი, კერძოდ, სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების განვითარება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს სასამართლოს განაჩენს, რომლითაც ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაცია გამართლდა
საფრანგეთის ელჩი - ვისურვებდი, რომ ქართველების, როგორც ხელისუფლების, ისე მოსახლეობის თვალში, ევროპელი პარტნიორებით წარმოადგენდნენ ძმებსა და დებს და არასდროს დამპყრობლებს
პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი: უკრაინა რუსეთთან კონფლიქტში პოლონეთის ჩათრევას ცდილობდა - თავიდანვე ცდილობდნენ ომში ყველას ჩათრევას, ეს აშკარაა
პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების საკითხში გვირაბის ბოლოს სინათლეს ხედავს
მამუკა მდინარაძეს უზომოდ და ერთგულად უყვარს სამშობლო, საიმედო მეგობარია, რომელიც სანატრელია გასაჭირშიც და ბრძოლაშიც - დარწმუნებული ვარ, შეძლებს “ქართული ოცნების” ყველა ჯარისკაცის ოცნების ახდენას, რომელიც 2012 წლიდან გვაქვს!
არქივი