მაიკ ბენცი: აღმოვაჩინე ამერიკის ფედერალური მთავრობის დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, თუ როგორ ატრენინგებდნენ „ენჯეოებს“ ქუჩის ამბოხების მოწყობაში - USAID-ი ფარული ფონდი იყო ქუჩის ამბოხების მოსაწყობად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
114 11 აგვისტო 2025, 17:04

ამ კვირაში აღმოვაჩინე ამერიკის ფედერალური მთავრობის დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, თუ როგორ ატრენინგებდნენ „ენჯეოებს“ ქუჩის ამბოხებების მოწყობაში, რასაც აისენი პოლიტიკური გავლენისთვის იყენებს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა, მაიკ ბენცმა.

მან ისაუბრა ნორმ აისენის 2025 წლის სახელმძღვანელოზე, რომელშიც ავტორი 7 ძირითად საყრდენს აღწერს, მათ შორის, ბენცის განცხადებით არის „არჩევნებზე კონტროლი, სასამართლოების კონტროლი, კორუფციასთან ბრძოლა, სამოქალაქო და მედია სივრცის გაძლიერება.“

„მისთვის [აისენისთვის] USAID-ი ფარული ფონდი იყო ქუჩის ამბოხების მოსაწყობად. USAID-ი არის ძალა, რომელიც აფინანსებს "დიფ სტეიტის" მოკავშირე მედიას. ერთია სიტყვის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, ხოლო როდესაც მთავარ გზატკეცილებს გადაკეტავ, სატრანსპორტო ხაზებს დაბლოკავ და ადგილობრივ ეკონომიკას გააჩერებ, ეს შიდა ტერორიზმია“, - აღნიშნა მაიკ ბენცმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერ-მინისტრი მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
დიმიტრი ხუნდაძე: ყველა სარეიტინგო კვლევაში საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, თუმცა ფსევდოლიბერალების მიერ გაჟღერებულ აღქმებში პირიქით არის, რაც მათი „სამართლიანობის“ ლუსტრაციაა
პრეზიდენტი: ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ დიდი დანაკარგის გამო
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ - სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები „ოცნების“ ტროლებად იქცნენ, ჩვენი ფრაქცია გორის საკრებულოში მხარს დაუჭერს საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი „დიფ სთეითის“ აღმოფხვრის მიზნით უწყებიდან თანამშრომლების 40%-ზე მეტს გაუშვებს
არქივი