ირაკლი კობახიძე - ოპოზიციური პარტიები, მაქსიმუმ, სხვადასხვა საკრებულოში დეპუტატის შეყვანას ან ფრაქციის შექმნას შეძლებენ, ეს საბოტაჟის შედეგია, რომელსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ ახორციელებდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 11 აგვისტო 2025, 18:50

დღევანდელი კვლევებიდან გამომდინარე, ოპოზიციურ პარტიებს არავითარი შანსი არ აქვთ მერის არჩევნებში მოგების, მაქსიმუმ, ისინი შეძლებენ, სხვადასხვა საკრებულოში დეპუტატის შეყვანას ან ფრაქციის შექმნას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რეგიონებში მერობის კანდიდატები დასახელების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის იმ საბოტაჟის შედეგი, რომელსაც ოპოზიცია საკუთარი სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ახორციელებდა.

„ერთადერთი რეალური ამოცანა, რაც შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ ოპოზიციურ პარტიას, ეს არის დეპუტატის შეყვანა, მაქსიმუმ, ფრაქციის შექმნა სხვადასხვა საკრებულოში. დღევანდელი კვლევებიდან გამომდინარე  ეს არის რეალური სურათი. არავითარი შანსი არ აქვთ, რომ მოიგონ მერის არჩევნები. ეს არის იმ საბოტაჟის შედეგი, რომელსაც ახორციელებდნენ საკუთარი სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. ამ საბოტაჟმა დაასუსტა ოპოზიციური პარტიები, რადიკალური ოპოზიცია. ამის შედეგებს იხილავენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერ-მინისტრი მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
დიმიტრი ხუნდაძე: ყველა სარეიტინგო კვლევაში საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, თუმცა ფსევდოლიბერალების მიერ გაჟღერებულ აღქმებში პირიქით არის, რაც მათი „სამართლიანობის“ ლუსტრაციაა
პრეზიდენტი: ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ დიდი დანაკარგის გამო
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ - სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები „ოცნების“ ტროლებად იქცნენ, ჩვენი ფრაქცია გორის საკრებულოში მხარს დაუჭერს საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი „დიფ სთეითის“ აღმოფხვრის მიზნით უწყებიდან თანამშრომლების 40%-ზე მეტს გაუშვებს
არქივი