ნიკოლ ფაშინიანმა ირანის პრეზიდენტს ვაშინგტონის მოლაპარაკებების შედეგები გააცნო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 11 აგვისტო 2025, 19:09

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ირანის პრეზიდენტთან, მასუდ ფეზეშქიანთან.

„პრემიერ-მინისტრმა ირანის პრეზიდენტს გააცნო მიმდინარე წლის 8 აგვისტოს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები, ხაზგასმით აღნიშნა ის შესაძლებლობები, რასაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობა ხსნის რეგიონისთვის“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ნაზელი ბაღდასარიანმა.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ რეგიონული კომუნიკაციები იმუშავებს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პრინციპების ფარგლებში და ურთიერთობის საფუძველზე.

„პრემიერ-მინისტრმა ირანის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ვაშინგტონის შეთანხმებების შესახებ ობიექტური შეფასებებისათვის და ხაზი გაუსვა ირანის პრეზიდენტის უახლოეს მომავალში სომხეთში ვიზიტის მნიშვნელობას“, - განაცხადა პრესმდივანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი