The Telegraph: უკრაინა მზადაა ფაქტობრივად დაუთმოს რუსეთს უკვე ოკუპირებული ტერიტორიები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
111 12 აგვისტო 2025, 10:54
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე დიპლომატიურ წრეებში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციების შერბილებას უკვე განიხილავენ. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა ევროპულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, კიევი მზადაა განიხილოს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა უკვე ოკუპირებული ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის ოლქების და ყირიმის ტერიტორიებზე რუსეთის ფაქტობრივი კონტროლის აღიარებით.

ასეთი სცენარი, რომელსაც მხარს ზოგი ევროპული დედაქალაქი უჭერს, ფრონტის ხაზის გაყინვას და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას, მათ შორის იარაღით მომარაგებასა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას გულისხმობს. ამასთან ერთად, ზელენსკი ხაზგასმით აღნიშნავს: არავითარი შეთანხმება დამატებით ტერიტორიულ დათმობებს არ უნდა გულისხმობდეს.

The Telegraph-ის ცნობით, დღესდღეობით რუსეთი უკრაინის დაახლოებით 20% აკონტროლებს. საერთაშორისო პარტნიორები, კანადისა და დიდი ბრიტანეთის ჩათვლით, მოუწოდებენ თავი აარიდონ კიევისთვის გადაწყვეტილებების თავს მოხვევას და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მშვიდობის მიღწევა თავად უკრაინის მონაწილეობით უნდა მოხდეს და არა მის ზურგს უკან.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ილჰამ ალიევი - სომხეთთან შეთანხმების პარაფირება, ფაქტობრივად, წერტილს უსვამს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირებას
მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის 106 წლის იუბილე პირად შემადგენლობას, იუნკრებსა და მსმენელებს მიულოცა და აკადემიის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა
რატი იონათამიშვილი - საქართველოს წინააღმდეგ „მაკკეინის ინსტიტუტის“ ნებისმიერი საქმიანობა შედეგს ვერასდროს გამოიღებს, ეს ორგანიზაცია მხოლოდ საკუთარი აგენტურის გაძლიერებისთვის ხარჯავს ფულს
უკრაინა საზღვარგარეთ გაქცევის მცდელობისთვის და სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს
Reuters: დრონი, რომელიც პოლონეთში აფეთქდა, სავარაუდოდ, ბელარუსიდან შემოფრინდა
არქივი